რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 20 სექტემბრიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით;
როგორ გავიარო რეგისტრაცია?
ბსუ-ს პორტალზე რეგისტრირებული ბსუ-ს სტუდენტები, ასევე 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირები, ვინც დადგენილ ვადებში გაიარა რეგისტრაცია და გააფორმა ბსუ-სთან ხელშეკრულება, უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ონლაინ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მათ მიერ:
ა) ბსუ-ს პორტალზე მოდულის ,,ჩემი პროფილი“ შემადგენელი ველის ,,სოციალური ბარათი“ შევსებას/ინფორმაციის განახლებას და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვას (საცხოვრებელით სარგებლობის უპირატესი უფლების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით);
ბ) ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,რეგისტრაცია საერთო საცხოვრებელში 2024-2025 სასწავლო წლისათვის“ რეგისტრაციას (დადასტურება);
სტუდენტური საცხოვრებელი შემდეგ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
დაცვის ოთახი
ადმინისტრაცია
სამრეცხაო-საშრობი
საკონფერენციო დარბაზი
ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 4 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო
შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი - თითო თითოეულ სართულზე;
ლიფტი შშმ პირებისთვის.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 577 14 10 55 ;
ტელ: 577 17 70 29 ;
დეტალური ინფორმაცია, ასევე საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი, განაცხადის ფორმა და სხვა იხილეთ portal.bsu.edu.ge სიახლეები “ რეგისტრაცია ბსუ-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად “
რეგისტრაციის ვადებისაცხოვრებელში სარგებლობის საფასური
საცხოვრებელში სარგებლობის წესი
უკან |