ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამატებით აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე - (დანართი 1);
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“).
დამატებით მიღება გამოცხადდა ბსუ-ს შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ეკონომიკა
- ფინანსები და საბანკო საქმე
- განათლების ადმინისტრირება
- კომპიუტერული მეცნიერება
- მათემატიკა
- პროფესიული და უწყვეტი განათლება
- სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
- ტურიზმის მენეჯმენტი
- ციფრული მედია და ინოვაციები
- ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის შედარებითი კვლევები
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 20 და 23 სექტემბერს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N19, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული № 2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2024 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
მისაღები გამოცდა უცხო ენაში (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) - 2024 წლის 24 სექტემბერი (დაწყების დრო 1000 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადდება - 2024 წლის 24 სექტემბერს;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2024 წლის 25 სექტემბერი 10:00 -დან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2024 წლის 26 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მისაღები გამოცდა სპეციალობაში (წერითი) - 2024 წლის 27 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2024 წლის 27 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2024 წლის 30 სექტემბერი, 10:00- დან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გამოცხადება - 2024 წლის 1 ოქტომბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ 2024-2025 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ ბსუ-ს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე, ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი (ჩაიჭრა უცხო ენის ან სპეციალობის გამოცდებზე) და კვლავ წარმოადგენენ განაცხადებს მაგისტრატურაში დამატებითი მიღების გამოცხადების შემდეგ, არ საჭიროებენ წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ბ-ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენას, ამასთან, უფლებამოსილნი არიან წერილობითი განაცხადებით მოითხოვონ მიმდინარე წელს ბსუ-ში მისაღებ გამოცდებზე ინგლისურ ენის გამოცდაში მიღებული შედეგის გამოყენება.
მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გამომცდელს (დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება).
გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 2 ოქტომბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურთან (კანცელარია) არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 3 და 4 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35 (კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს გამოცდის საბოლოო შედეგებთან ერთად).
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მარიამ ბოლქვაძე (ტელ: 555 39 27 58)
ბრძანებადანართი 1
დანართი 2
სტუდენტთა მისაღები რაოდენობა
უკან |