ბსუ-ს ჰუნანის (ჩინეთი) მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (“HNIST”) დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰუნანის (ჩინეთი)  მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (“HNIST”) დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ჰუნანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა შუ შენშიანგმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და ერთობლივი კონფერენციების ჩატარებას. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებით გაცვლითი პროგრამების პრიორიტეტები განსაზღვრეს.

შეხვედრას  ბსუ-ს ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური პერსონალი და  სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა