ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

30 სექტემბერს - 2 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმის წარმომადგენლები: ტამპერეს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ტარმო ლიპინგი და ტამპერეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის თანამშრომელი, ერაზმუსის კოორდინატორი და პროექტების მენეჯერი დოქტორი კიმო აჰონენი.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვდნენ ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს, ფაკულტეტების დეკანებს, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს. მათ გააცნეს პორი-ტამპერეს უნივერსიტეტის კონსორციუმი, პროგრამები, უპასუხეს შეკითხვებს, დასახეს სამომავლო ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები.

ამ ეტაპზე თანამშრომლობა დაიწყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა და პერსონალის (აკადემიური, ადმინისტრაციული) გაცვლას.

აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის ინიციატორები იყვნენ საქართველოს საპატიო კონსული ფინეთში (კულტურის დარგში) ვიტალი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი.

პორის კონსორციუმი აერთიანებს ტამპერეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ტურკუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსებს. უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ინტერნაციონალიზაციაზე, მულტიდისციპლინურ სწავლებაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს ტექნოლოგიების, ეკონომიკის, კულტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა