ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ლელა თავართქილაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს 2024-2025 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული ,,Erasmus+“-ის და სხვა გაცვლითი პროგრამები გააცნეს.
საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ. ასევე შედგა აჭარის ა.რ. განათლების სამინისტროს გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია. ახალგაზრდებს პროგრამებში მონაწილეობის წესები აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული და უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსმა მარინა პაქსაძემ წარუდგინა.
უკან |