ტრენინგი „იცოდე შენი უფლებები და ვალდებულებები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „იცოდე შენი უფლებები და ვალდებულებები“. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საქმის წარმოების სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიება განხორციელდა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად, II ფაზა“ მხარდაჭერით და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.

ტრენინგი სამართლის დოქტორმა, ჟან მონეს პროფესორმა, AA/DCFTA/EU-ს სამართლის სპეციალისტმა და შრომის სამართლის პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ წარმართა. პროექტი მიზნად ისახავდა შრომის უფლებების ცნობიერების ამაღლებას,  დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერებას, სამართლიანი შრომის პრაქტიკისა და უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ საქართველოს შრომის კოდექსში ახალი ცვლილებები, აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელოვანი განმარტებები. ემსჯელათ კონკრეტულ შემთხვევებზე და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ პასუხები.

ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლების, ტურიზმის სექტორის, სხვადასხვა დაწესებულებებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა