მეცნიერების ფესტივალი - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”

სურათი

ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეცნიერების ფესტივალი -  ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” გაიმართა. ღონისძიებაზე 40-მდე სტენდი დაეთმო უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, კერძო და საჯარო სკოლებს, მუზეუმებს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა მხარდაჭერას და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას; სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვლევებსა  და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირებას; ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებისა და კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას; ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

მეცნიერების ფესტივალი გახსნეს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ქოქრაშვილმა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩხარტიშვილმა.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს პროფესორები და მეცნიერები შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

ციტირებადი პუბლიკაციებისათვის - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირინა ნაკაშიძე; საერთაშორისო საგრანტო პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი მაკა მურადაშვილი, ეროვნულ სამეცნიერო პროეტქებში აქტიური მონაწილეობისათვის - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მეცნიერ თანამშრომელი ჯეირან ფუტკარაძე, ეროვნულ სამეცნიერო პროეტქებში აქტიური მონაწილეობისათვის - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი ქათამაძე, მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის - ნიკო ბერძენიშვილი ინსტიტუტის  მეცნიერ თანამშრომელი სულხან მამულაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა