პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ბსუ- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ასრულებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემუშავებული ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განსაზღვრულ ფუნქციებს და  უზრუნველყოფს ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის გაკონტროლება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მონაცემთა დამუშავების რისკების შეფასების პროცესში;

გ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ბსუ-ს თანამშრომელთა ინფორმირება და გადამზადება;

ე)  მონაცემთა სუბიექტის განცხადებების, საჩივრების და/ან მომართვების განხილვა;

ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე კონსულტაციის გაწევა ბსუ-ს პერსონალის/სტუდენტების/პროფესიულ სტუდენტების/მსმენელებისა და კურსდამთავრებულებისათვის;

ზ) ფაილური სისტემების კატალოგების წარმოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისათვის წარდგენა;

თ) გამოვლენა, შესწავლა და სათანადო რეაგირება, პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტებზე;

ი) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;

კ) მონაწილეობა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში, აგრეთვე  დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;

ლ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

მ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ნ) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ო) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.

 

ბსუ-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია:                                   

ბსუ-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:  მარიამ მამულაძე

ელ. ფოსტა: mariam.mamuladze@bsu.edu.ge

ტელ: 577 15 29 69

მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, სართული I, კაბინეტი N14.

 

  ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (დამტკიცებული ბსუ-ს რექტორის 05.06.2024, N01-02/75 ბრძანებით)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა