ბსუ-ს მეცნიერები თურქმენეთს ჭარბტენიანი ეკოსისტემების ეროვნული პარკის დაარსებასა და მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება თურქმენეთის რესპუბლიკას ეროვნული პარკის დაარსებასა და მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება. პროექტი „Partnership for the Benefit of Water-Related Ecosystems“  „წყალთან დაკავშირებული ეკოსისტემების სარგებლობასთან დაკავშირებული თანამშრომლობა“ 2025 წლის აპრილიდან დაიწყება. პროექტი დაფინანსებულია ბიომრავალფეროვნების დაცვის ჩარჩო კონვენციის BBI (Bio Bridge Initiative) ფარგლებში, კორეის მთავრობის მიერ.

პროექტის განხორციელებაში თურქმენეთის მხრიდან ჩართული იქნებიან Global Water Partnership Central Asia and Caucasus, ა(ა)იპ "ინანჩ-ვეპა" და თურქმენეთის გარემოს დაცვის სამინისტრო. საქართველოდან კი პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობის ორგანიზაცია.

პროექტის მთავარი მიზანია თურქმენეთის შესაძლებლობების განვითარება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთს ამჟამად არ გააჩნია ჭარბტენიანი ეროვნული პარკი, რომელიც საშუალებას მისცემდა გარემოსდამცველთა და ადგილობრივი თემების ინტერესების შეჯერებას ბუნებისგან სარგებლის მოპოვებით ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის განვითარებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში, სადაც თურქმენი სპეციალისტები გაეცნობიან საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეროვნული პარკების დაარსებისა და ფუნქციონირების კუთხით. პროექტი განხორციელდება სამმხრივი პარტნიორობის გზით, რომელშიც ჩართული იქნებიან სახელმწიფო ორგანიზაციები, სამეცნიერო გაერთიანებები და საექსპერტო ორგანიზაციები.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბიომრავალფეროვნების კონვენციის ოფიციალურ ვებგვერდზე:  https://www.cbd.int/biobridge/projects/selected

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა