
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მე-4 კლასის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ სკოლის მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური სერვისები გააცნო. სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ზოოლოგიისა და ქიმიის ლაბორატორიები დაათვალიერეს და სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა, ასევე ბსუ-სასამართლო საიმიტაციო დარბაზში, როლური თამაშების ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაითამაშეს. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |