
,,ERASMUS+”-ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" პროექტის მენეჯერი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და მკვლევარი ელისო ძნელაძე, მოწვეული მასწავლებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი, 2025 წლის 17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდნენ უჟგოროდში (უკრაინა), პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფსა და საკოორდინაციო შეხვედრაზე.
ვორქშოფის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება თავიანთ უნივერსიტეტებში მენტორობის და ტუტორობის სქემების დანერგვის შესახებ, განიხილეს ინოვაციური მიდგომები, უკუკავშირები, საგანმანათლებლო სტრატეგიები, ყურადღება გაამახვილეს ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსიები და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი სქემების განხილვა და შეჯამება.
შეხვედრას ასევე ონლაინ-რეჟიმში ესწრებოდნენ პილოტირების პროცესში ჩართული ტუტორი ედელია დემურია და მაძიებლები: მარიამ მიხიტარიანი და სალომე თურმანიძე (ბსუ).
საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ორწლიანი ანგარიში: ადმინისტრირების ასპექტები, პროგრესი, გამოწვევები და საკვანძო შედეგები.
,,ERASMUS+”-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში ვორქშოფის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |