
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას იწყებს.
პროგრამები განხორციელდება ორი მიმართულებით:
- საერთაშორისო და ევროპის ბიზნეს სამართალი
- საერთაშორისო სამართალი
ახალი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიკოლას რომერის უნივერსიტეტში სწავლის კურსი გაიარონ, ხოლო მიღებული კრედიტები ბსუ-ში ავტომატურად აღიარონ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 5 სექტემბერს ბსუ-სა და MRU-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობისა და სასწავლო კრედიტების ურთიერთაღიარების ხელშეკრულება, რაც სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს მიკოლას რომერის უნივერსიტეტში აითვისოს და ბსუ-ში ავტომატურად აღიაროს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები. აღნიშნული შეთანხმება რეგისტრირებულია ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
პროგრამის დაწყების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს პროგრამის შესაძლებლობები, სწავლების პირობები და დაფინანსების წყაროები.
ეს არის უნიკალური შანსი სტუდენტებისთვის, მიიღონ საერთაშორისო განათლება და ორი უნივერსიტეტის დიპლომი ერთდროულად!
უკან |