
ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე ტურიზმის, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების პირველკურსელებს შეხვდა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები და გაეზიარებინათ მოსაზრებები.
რექტორი ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებსა და პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის სტრატეგიულ ხედვაზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სტუდენტებს ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებასა და წარმატებული კარიერის განვითარებაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ცენტრის პროგრამები წარადგინეს. ისაუბრეს ინტელექტუალურ, კულტურულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, კარიერული განვითარებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამებზე. ახალგაზრდებს ასევე, ცენტრის საქმიანობის პრინციპი გააცნეს და პლატფორმაზე დარეგისტრირების წესები აუხსნეს.
მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და მოიცავს ყველა ფაკულტეტს, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს მიიღონ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი შესაძლებლობების შესახებ.
უკან |