ბსუ აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია“. პროგრამაზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები (არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები), საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სარეაბილიტაციო ცენტრებში დასაქმებული პირები, მუშაობის სტაჟის მიუხედავად, ფსიქოლოგიის მეცნიერებით დაინტერესებული პირები, ასევე, საბავშვო ბაღში დასაქმებული ფსიქოლოგები ან საბავშვო ბაღში დასაქმების მსურველი პირები.

პროგრამის ღირებულებაა 1000 ლარი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 709017263

მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის განაცხადი და თანდართული საბუთები (პირადობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და CV, სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  psychologicalclinic.bsu@gmail.com

 

  განაცხადის ფორმა
  პროგრამის ანოტაცია
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა