
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის სპექტაკლის ,,კურიერი" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა კურიერზე, რომელიც ერთ-ერთი გამოძახების დროს ავარიაში მოხვდა და თავის ტრავმის გამო მისი კომიდან გამოყვანა ვერ ხერხდება. სპექტაკლში ასახულია მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
ტრაგიკომედიური ჟანრის სპექტაკლში ბსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები: ირაკლი მახარაძე; ლალი აბაშიძე; იური აზაროვი; ანა კომახიძე; მარიამ ჟორჟაძე; ლუკა ხეცურიანი; საბა გოქსაძე; მარიამ მახარაძე; ეკა ბოლქვაძე; ნიკა კახიძე; ანრი მუთიძე; ლევან სხილაძე და ლაშა გაბაიძე მონაწილეობდნენ.
რეჟისორი და პიესის ავტორი: გიორგი ფირცხალაიშვილი;
მხატვარი: ანი არძენაძე;
მუსიკალური გაფორმება: გიორგი ყურავა.
უკან |