ბერლინის ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევნენ ბერლინის ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (HTW Berlin) წარმომადგენლები: პროფესორი მირკო ბარზი და საერთაშორისო სამსახურის უფროსი კლაუს ლანგი. ვიზიტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სააგენტოს (DAAD) მიერ დაფინანსებული გრანტის Fact Finding Missions (2025) ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის შესაძლებლობების შესწავლას ადგილობრივ დონეზე და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის განაცხადის მომზადებას.

სტუმრები ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდნენ და განიხილეს პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განათლების, კვლევისა და ინოვაციების სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერლინის ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლასა და ერთობლივი სამეცნიერო გრანტების განხორცილებას ითვალისწინებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები: მერაბ ხალვაში და თამარ სირაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე, პროექტში ჩართული პერსონალი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი,  ლელა თურმანიძე და ასოცირებული პროფესორი, ნანა მაზმიშვილი. ასევე, პროექტში ჩართული ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა კორძაძე და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამთა დემეტრაძე.

23 აპრილს დაგეგმილია გერმანული და ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი ბათუმის მერიასა და ბათუმის წყლის ალიანსში. შეხვედრა ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესწავლას მეცნიერული მეთოდებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა