Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS პრეზენტაცია

სურათი

Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS-ის კოორდინატორი, გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის პროფესორი კარლოს მაჩადო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. რსუ-ს რექტორმა პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტის კოორდინატორი წარუდგინა და პროგრამის მნიშვნელობასა და გიოტინგენის უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. Erasmus Mundus-ი თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას, სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიალოგსა და ურთიერთგაგებას.

ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლითი პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონსორციუმში წარმოდგენილია 8 ევროპული უნივერსიტეტი:
• გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - გრანტის მფლობელი და კოორდინატორი;
• ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია;
• ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი;
• სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი;
• ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი;
• ტუსკიას უნივერსიტეტი, იტალია;
• გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია;
• სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შვედეთი;

საქართველოდან პროექტში ჩართულია შემდეგი უნივერსიტეტები:
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროექტის რეგიონალური კოორდინატორი;
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პროექტის კოორდინატორმა დამსწრეთ პროექტი ALRAKIS-ი წარუდგინა და რსუ-სთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

  იხილეთ პრეზენტაცია

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა