
ბსუ-მ პოლონეთის ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) პედაგოგებს უმასპინძლა. სტუმრებს ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე, თამარ სირაძე, მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა თავდგირიძე და პროგრამის განმახორციელებლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - ,,საზოგადოებრივ მეცნიერებათა როლი დღევანდელ სამყაროში". დისკუსიაში ბსუ-ს ისტორიისა და გეოგრაფიის დეპარტამენტების წარმომადგენლები და მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, მათ პოლონელ კოლეგებს გაუზიარეს სწავლა-სწავლების პროცესში მიღწეული შედეგები და გამოცდილება.
პოლონელი პედაგოგები მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში აჭარას გაცვლითი ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრა აჭარის განათლების ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.
უკან |