ბოლონიის უნივერსიტეტში TEMPUS HESDeSPE პროექტის „უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“ ფარგლებში, ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი მარინე აროშიძე და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები: ეკონომიკისა და სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი კაცაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნანა მაზმიშვილი ესწრებოდნენ. პროექტის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებთან და განათლების სამინისტროებთან, ბოლონიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, პროექტში სოციალური პარტნიორების ჩართულობა და მომავალი წლის სამუშაო გეგმა.
შეხვედრის ბოლოს ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორებმა რობერტო რიგიმ და სტეფანო გრატიმ 2011 წლის ნოემბერში, პროექტის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის შედეგები წარადგინეს, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოს განათლების სისტემის გაცნობა და განათლების სტანდარტების ევროპის განათლების სტანდარტებთან მიახლოების დონის განსაზღვრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე უკვე დაინერგა ისეთი სასწავლო კურსები, როგორიცაა საბაკალავრო პროგრამა „ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება“ და „ადამიანური რესურსების მართვა“, ხოლო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტშო - საბაკალავრო პროგრამა „კულტურის მენეჯმენტი“.
შეხვედრას პროექტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროექტის კოორდინატორი პროფესორი ინდირა ძაგანია და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი მანანა კუპრავა ესწრებოდნენ.

უკან |