საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „მუზეუმი და გლობალიზაცია”

სურათი

სსიპ აჭარის მუზეუმი 2025 წლის 3, 4 და 5 სექტემბერს გიწვევთ V საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე  „მუზეუმი და გლობალიზაცია”, რომელიც 2021 წლიდან ტარდება სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით.   საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული, სოციალური და მომიჯნავე დარგების, ასევე, სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევარების სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობას.        

ძირითადი მოთხოვნები:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;

საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
რეგლამენტი:   მოხსენება –10 წუთი; მსჯელობა – 5 წუთი;

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

1. ისტორია

2. არქეოლოგია

3. ეთნოლოგია

4.ხელოვნება/არქიტექტურა

5. კულტურული ტურიზმი

6. სამუზეუმო მენეჯმენტი


მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაციის დასაწყისი  - 10 თებერვალი;

დასასრული- 25მაისი;

საბოლოო ნაშრომის მიღების ბოლო  ვადა -  25 ოქტომბერი.

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს: conferenceajaramuseums@gmail.com

კონფერენცია გაიმართება ადგილზე დასწრებით.

კონფერენციაში  მონაწილეობის ღირებულება -  50 ლარი ჩარიცხეთ მითითებულ რეკვიზიტებზე.

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი- 750797499

სსიპ აჭარის მუზეუმი ს/კოდი 245769271

საფუძველი- მაგ:(კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება) 50 ლარი;

სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით გადადით მითითებულ  ბმულზე:  https://docs.google.com/forms/d/1JJNFtKmT1l4r5uV3lfeGxXyQ_21kED9OnMYZ6LDa1YM/edit

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა