პროექტის MACRO CLEAN წარდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის  ,,MACRO CLEAN” წარდგენა გაიმართა, რომელსაც  ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, პროექტის მართვის ჯგუფი, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. პროექტის კოორდინატორმა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია  პროექტის  ძირთადი მიზნების და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი კვლევები, რაც პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტებს შორის აქტიური თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს შეამციროს ადამიანის აქტივობების ზემოქმედება, რაც იწვევს ევტროფიკაციას,  ხელი შეუწყოს წყალმცენარეების პოტენციალის ეკონომიკური დანიშნულებით გამოყენების პილოტ პროექტების დანერგვას  და  შავი ზღვის რეგიონში რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას.

პროექტის  ძირითადი აქტივობები მოიცავს შემდეგს:

  • ყოვლისმომცველი კვლევის მეთოდოლოგიის ერთობლივად შემუშავება წყალმცენარეების შესასწავლად  და შესაბამისი  საველე სამუშაოების და ლაბორატორიული კვლევების  ჩატარება კვლევითი ჯგუფების მიერ  (5-კაციანი მკლვევარი თითოეული ქვეყნიდან)
  • ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა და საპილოტე სასათბურე მეურნეობის შექმნა (საშულოდ 80,000 ევრო თითოეულ უნივერსიტეტზე)
  • წყალმცენარეებისგან სასუქის მიღების, მცენარეებზე მისი გავლენის შეფასებისთვის საცდელი ვერსიების შემუშავება და აგროსექტორში გამოყენების პოტენციალის შეფასება
  • წყალმცენარეებისგან ბიოპლასტიკის მიღების საპილოტე ცდების ორგანიზება და მათი ეკონომიურ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობის შეფასება
  • დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება - საერთაშორისო ვორქშოფების, ტრენინგების და კონფერენციის  ორგანიზება წყალმცენარეების, ევრტრფიკაციის და რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე

პროექტი MACRO CLEAN  „კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და მაკროწყალმცენარეების  საპილოტე გამოყენება“ ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარლგებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან - სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...