ფრაიბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბსუ-ს ფრაიბურგის უნივერსიტეტის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ფიხტნერ ფაიგლი და ბსუ-ს კურსდამთავრებული, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, სოფია ჩიხლაძე ეწვივნენ. სტუმრები ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს, რექტორის მოადგილეს, თამარ სირაძეს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, რუსუდან ხუხუნაიშვილს და მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელს, კახა ქაშიბაძეს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. დაიგეგმა ბსუ-ს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის გავლა ფრაიბურგის უნივერსიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრაიბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლას, სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე კონფერენციების, სიმპოზიუმების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა