ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ფიხტნერ ფაიგლის საჯარო ლექცია თემაზე: „პანკრეასის ქირურგიული ანატომია“

სურათი

ბსუ-ში ფრაიბურგის უნივერსიტეტის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ფიხტნერ ფაიგლმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,პანკრეასის ქირურგიული ანატომია“, ასევე ისაუბრა ქირურგიის სფეროში საკუთარ საერთაშორისო პროფესიულ გამოცდილებაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს კურსდამთავრებულმა, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პანკრეასისა და სარკომის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა, სოფია  ჩიხლაძემ სტუდენტებს საკუთარი კარიერული გზა გააცნო და ფრაიბურგში სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორებისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა