ენდი ფეინშტეინის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ტენდენციები“

სურათიამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალიფორნიის უნივერსიტეტის კოლინსის კოლეჯის ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი ენდი ფეინშტეინი ეწვია. ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა ექსპერტმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ტენდეციები“. სტუმარმა სტუდენტებს ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. დოქტორმა ენდი ფეინშტეინმა ასევე ისაუბრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე. საჯარო ლექციის დასასრულს, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა ტურიზმის მენეჯმენტზე, აჭარის ტურისტულ პოტენციალსა და სამთო ტურიზმის განვითარების საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა