წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

სურათიაბიტურიენტთა მოზიდვის პროექტის ფარგლებში, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში გაიმართა. შეჯიბრში ბათუმის 28 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდმა „მიუწვდომელმა“ მოიპოვა, მეორე - რ. შახინის მეგობრობის ლიცეუმის გუნდს „მწიგნობარს“ ერგო, მესამე კი - №9 საჯარო სკოლის გუნდმა „მამულიშვილმა“ დაიკავა. ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატი და გამარჯვებულ გუნდებს უნვერსიტეტის ადმინსიტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ დაწესებული პრიზები გადასცეს, ხოლო პროექტის მხარდამჭერმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა - ზამთრის კურორტ გომარდულის საგზურით დააჯილდოვა. ინტელექტუალური თამაში ყოველწლიურად რსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა