უნივერსიტეტს ჩინეთის დელეგაცია ეწვია

სურათიჩინური კულტურის დღეების ეგიდით რსუ-ს ჩინეთის დელეგაცია ეწვია. ლანჯოუს უნივერსიტეტისა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს გია აბულაძეს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს, პროფესორ ნიკოლოზ წიკლაურსა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ერმილე მესხიას შეხვდნენ. ლანჯოუს უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა ჯინგ თაომ და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე, მიმართულებებზე და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელების პირობებზე ისაუბრეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა