კონსტიტუციონალური კვლევის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შოთა რუსთაველის დარბაზში გამართული შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ოთხი წლისთავს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შეფასებას.
უკან |