მე-11 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, გაიმართა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაში უნივერსიტეტებისა და კერძო და საჯარო სკოლების 400-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსმა, შუშანა სურმანიძემ და სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ გახსნეს.

სტუდენტთა და მოსწავლეთა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა