
უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე, ბსუ-ს 2025 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მათ მიერ ინიცირებული იდეებისთვის და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მზადყოფნას, აქტიურად დაუჭიროს მხარი ისეთ პროექტებს, რომლებიც სტუდენტთა განვითარებას და სტუდენტური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ისაუბრეს თავიანთი პროექტების მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
მიმდინარე წელს, სტუდენტური პროექტების კონკურსში შემოსული 21 განაცხადიდან, 7 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
უკან |