7 მარტი 2012 წელი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს შორის. მემორანდუმი ხელს შეუწყობს კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით ერთობლივი პროგრამებისა და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ხელშეკრულების ფარგლებში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობათ ეძლევათ კინოთეტრ „აპოლოს“ ბილეთები 50 პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძინონ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარტნიორი ორგანიზაციებისათვის განთავსდება საინფორმაციო ელექტრონული სტენდი.