დასაქმების ფორუმი - 2025

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდა აჭარაში ოპერირებადი 70-ზე მეტი კომპანია 2000-ზე მეტი ვაკანსიით. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.

ფორუმი ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნა და დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონში არსებული ვაკანსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ასევე სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებს, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება.

ფორუმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტის მოწვევით, მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტმა, ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,წარმოჩენის ხელოვნება - როგორ იპოვო შენი ადგილი შრომის ბაზარზე“. ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პრაქტიკულ გზებს წარმატებული დასაქმებისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა