საგამოძიებო სამსახურმა ბსუ-ს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნო

სურათი

საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს გააცნეს უწყების მანდატი, სამუშაო სპეციფიკა და ანაზღაურებადი სტაჟირების ეტაპები. ასევე, დეტალურად განუმარტეს პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა და სამომავლო შესაძლებლობები.

სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: - https://is.ge/ka-ge/stajireba

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა