აჭარის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

თანამშრომლობა ასევე მოიცავს ერთობლივი კვლევითი ღონისძიებების, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების ჩატარებასა და  გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმი მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა