საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს უწყებაში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნეს. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახაძემ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის ხედვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მომავალ იურისტებს შესაძლებლობა მიეცათ შეეფასებინათ იუსტიციის სახლის მუშაობა და სამინისტროში დანერგილი ცვლილებები.
უკან |