აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

სურათიუნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნა. რსუ-ს, საქართველოს აუტიზმის საზოგადოებისა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეირორეაბილიტაციის განყოფილების ორგანიზებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ექიმებმა და ფსიქოლოგებმა დაავადების სპეციფიკაზე, თანმდევ პრობლემებსა და სამედიცინო დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აუტიზმი გავრცელების მაღალი სიხშირისა და განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო შეფასდა, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული კრიზისი და გამოწვევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია და 2 აპრილი აუტიზმის ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. 2007-2009 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში 110 ბავშვიდან 1 დავადებულია აუტიზმით.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა