შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის რეგიონულ დეპარტამენტთან“, შპს ”ბი-ემ-სი გორგიასთან”, შპს ”ბათუმის წყალთან” და სამშენებლო კომპანია "GIMG"-თან. ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო პროექტები, ჩატარდება ერთობლივი კვლევები, კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორი ორგანიზაციების ბაზაზე სტუდენტების, მაგისტრანტებისა და რეზიდენტების პრაქტიკის გავლას.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომელები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის რეგიონული დეპარტამენტის“, შპს ”ბი-ემ-სი გორგიას” შპს ”ბათუმის წყალისა” და კომპანია "GIMG"-ის თანამშრომლებისათვის. მათ ასევე შეეძლებათ ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკით.

უკან |