
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,ქი ქონსალთინგს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ და ,,ქი ქონსალთინგის" დირექტორმა, ლიკა ოხანაშვილმა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ კვლევით პროექტებს, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს საგანმანათლებლო მიმართულებით.
უკან |