ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის რეგიონთა ასამბლეის განათლების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის რეგიონთა ასამბლეის განათლების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. 17-19 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ მარიბორში გაიმართა ევროპის რეგიონთა ასამბლეის სამიტი, რომელიც ასამბლეის დაარსების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სამიტში მონაწილეობა მიიღო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ. ვიზიტის ფარგლებში რექტორი შეხვდა ასამბლეის ახალარჩეულ პრეზიდენტს, ლუკას მანდლს, პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

პირველად ევროპის რეგიონთა ასამბლეის ისტორიაში შეიქმნა უმაღლესი განათლების სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააერთიანებს ევროპის სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებს. ჯგუფს უხელმძღვანელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  რომელიც ამ ინიციატივის ავტორია.

ევროპის რეგიონთა ასამბლეა აერთიანებს ევროპის თითქმის 70 რეგიონს და მიზნად ისახავს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში.

ახლად დაარსებული უმაღლესი განათლების სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მოიცავს:

  • უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობასა და მათი დაფინანსების ხელშეწყობას.

ევროპის რეგიონთა უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება საქართველოში, ქალაქ ბათუმში, ბსუ-ს იუბილესთან დაკავშირებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა