„Erasmus+“-ის საინფორმაციო დღე

სურათი

ბსუ-ში ,,Erasmus+“-ის საინფორმაციო დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ოფისის კოორდინატორი საქართველოში, მარიამ სულაშვილი პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პერსონალს სთავაზობს.

შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ,,Erasmus+“-ის დაფინანსების მექანიზმებზე, პროექტების განხორციელების სტრატეგიებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე, რაც მათ დაეხმარებათ განაცხადების მომზადებასა და განხორციელებაში.

საინფორმაციო დღის ფარგლებში, მარიამ სულაშვილი ასევე შეხვდა ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს.  შეხვედრაზე განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობა ,,Erasmus+“-ის პროგრამაში, პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის მომავალი გეგმები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა