აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ და აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა ირაკლი თავბერიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს TOEFL-ის შემსწავლელი უფასო კურსები გააცნეს. სწავლება განათლების ფონდის ორგანიზებით წარიმართება და პირველ ეტაპზე 2 ჯგუფი გაიხსნება. სწავლის მსურველები კონკურსის წესით შეირჩევიან და სასწავლო პროცესს კვალიფიცირებული პედაგოგები წარუძღვებიან. TOEFL-ის სერტიფიკატი მსოფლიოს 130 ქვეყნის 8500 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშია აღიარებული.
უკან |