ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის სილვია ეზეკილოვას ტრენინგები ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

23-27 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კვლევის მიმართულებით, სილვია ეზეკილოვამ ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სემინარები ჩაატარა.

სემინარები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: უნივერსიტეტის კვლევითი ადმინისტრაციის სტრუქტურის ფორმირება; სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა; საგრანტო განაცხადის შედგენა, ბიუჯეტის ფორმირება, ლოჯისტიკა, დაფინანსების წყაროების განსაზღვრა, ფინანსური მენეჯმენტი და ადმინისტრირება; სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოება; სამეცნიერო ადმინისტრაციის ოფისის წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ბსუ მრავალი წელია თანამშრომლობს ამერიკულ საბჭოებთან. 2024 წელს უნივერსიტეტი ჩართული იყო NCURA-ის (The National Council of University Research Administrators) მიერ ორგანიზებულ სემინარებში, სადაც განხილული იყო აშშ-ის საგრანტო დაფინანსების სისტემის სპეციფიკა და პრაქტიკა. ამავე წელს ბსუ-ს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ში, სადაც ესტუმრნენ  წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ფონდებს. სწორედ ამ ვიზიტის შედეგად დაიგეგმა სილვია ეზეკილოვას ვიზიტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სემინარები გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მეორე ფაზის  (UCBP) - ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების" (American Councils for International Education) საქართველოს ოფისი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა