ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კვირეულით აღნიშნავენ. ახალგაზრდებმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად პეტრას ციხის დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. კვირეულის ფარგლებში ასევე იგეგმება სტუდენტური კონფერენციისა და ესსეს კონკურსის ჩატარება, არქეოლოგიურ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში სასწავლო-შემეცნებითი ტურის მოწყობა, სხვა ისტორიული ძეგლებისა და ეკლესიების დასუფთავება. ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა.
უკან |