ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი ანდრო კაჭარავა ერთობლივი სკოლა-სემინარის ჩატარების პირობებზე შეთანხმდნენ. „ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13-17 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეეძლებათ. საზაფხულო სკოლის მიზანია რუსთაველის ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის საგანმანათლებლო კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერების შერჩევა. მკვლევრებს შესაძლებლეობა ექნებათ გერმანული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე გაეცნონ განხორციელებულ ფუნდამენტურ, გამოყენებითი ხასიათის კვლევით პროექტებს და გაიღრმავონ სამეცნიერო პოტენციალი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა