დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე თურქ სტუდენტებს შეხვდნენ. უწყების პირველი პირი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთობლივი პროგრამის "ისწავლე საქართველოში" ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლო პროცესზე, ცხოვრების პირობებზე, სოციალურ საკითხებსა და სხვა აქტუალურ თემებზე ესაუბრა. პროგრამას 2010 წლიდან თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ახორციელებენ. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს და თითოეული სტუდენტის სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება.
უკან |