სამეცნიერო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“

სურათიაბუსერისძე ტბელის აუდიტორიაში რიგით მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო თემაზე: ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“. სამეცნიერო ფორუმი მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ემერიტუსმა ბიჭიკო დიასამიძემ, პროფესორებმა გურამ ლორთქიფანიძემ და ავთანდილ ნიკოლეიშვილმა გახსნეს. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტრეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება და ქრისტიანული სარწმუნოების აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. ორი დღის განმავლობაში 40 ბათუმელი, თბილისელი და ქუთაისელი მკვლევარი მოხსენებებს წაიკითხავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაზე, რელიგიასა და კულტურაზე, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობაზე, კულტურათა დიალოგზე, სწავლებასა და აღზრდაზე. სამეცნიერო მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა