ვიზიტი ანჟეს უნივერსიტეტში

სურათი

7-11ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის მოადგილის, პროფესორ მერაბ ხალვაშის, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კორძაიას და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ მარინე გიორგაძის შემადგენლობით, ვიზიტით იმყოფებოდა ანჟეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი), ერაზმუს+ პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში.

ბსუ  უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს ანჟეს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტთან, გაფორმებულია ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება (IIA), რომლის საფუძველზეც, ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობით ექვსი სტუდენტი უკვე  იმყოფებოდა ანჟეს უნივერსიტეტში  სასწავლებლად  ერთი სემესტრით.

ანჟეს უნივერსიტეტის ტურიზმის ინსტიტუტს პარტნიორული ურთიერთობა აქვს 40-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე უნივერსიტეტთან და  ერთ-ერთი ლიდერი ევროპული ცენტრია ტურიზმის სფეროში, როგორც  უმაღლესი განათლების, ასევე სამეცნიერო კვლევების  მიხედვით.

პროფესორ დენალი ბუტენის ინიციატივით შედგა საქმიანი შეხვედრები ტურიზმის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან (ESTHUA - INNTO), ტურიზმის ფაკულტეტის დეკან ჟან-რენე მორისთან,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჟერომ პირუსთან და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის კოორდინატორებთან, სელინ დავითთან, კამილ პუსერ-ვიელთან, ლეტიცია დურონთან. დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საერთაშორისო ოფისის საქმიანობას, ტურიზმის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, კამპუსებს ანჟეში, ასევე სომურში, მონტრეი-ბელეიში და ლე საბლ დ’ოლონში.

საქმიან შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების პერსპექტივები, ტურიზმის სფეროში ერთობლივ საგანმანათლებლო  პროგრამებზე (double diploma) აქტიური მუშაობა, სწავლების სამივე საფეხურზე; ასევე მომავალი წლის ზაფხულში ერთობლივი საზაფხულო სკოლის ორგანიზება ბსუ-ში. მომავალ სასწავლო წელს ანჟეს უნივერსიტეტში ბსუ-დან 12 სტუდენტი გაემგზავრება ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა