
ხუსეინ ხალვაშის ხელმძღვანელობით შეიქმნა მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ელექტროობა და მაგნეტიზმის, ოპტიკის, ელექტრო–რადიოტექნიკის, ფიზიკის მეთოდიკის, ასტრონომიის კაბინეტ-ლაბორატორიები. იგი მსოფლიო მნიშვნელობის დაკვირვებას ახდენდა თანამგზავრების მოძრაობაზე მის მიერვე შექმნილი ვიზუალური სადგურით. მის კალამს ეკუთვნის მონოგრაფია, ასამდე სამეცნიერო ნაშრომი და დამხმარე სახელმძღვანელოები. ხუსეინ ხალვაში აჭარიდან პირველი ახალგაზრდა იყო რომელმაც ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მას მიანიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
უკან |