ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა

სურათიძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული სტუდენტთა კონფერენციით დასრულდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხსენებები მატერიალურ-კულტურულ ძეგლებზე, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ტენდენციებსა და პრობლემებზე წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა კონფერენციაზე კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები და ესსეების კონკურსის შედეგებიც შეაჯამეს. ჟიურიმ საუკეთესო ესსების ავტორებად მარიამ კოჩალიძე, ბაია გაბედავა და მარიამ ბასილაია დაასახელა. კვირეული სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის, სტუდენტური თვიმმართველობისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა