სტუდენტური თვიმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარე უჩა აბრამიშვილი და გამგეობის წევრები განათლებისა და მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა თანატოლებს სტუდენტური გაერთიანების პრიორიტეტები, სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა სახის პროგრამები გააცნეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრებზე სტუდენტებმა ერთობლივი პროექტები შეიმუშევეს და საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული ღონისძიებები დაგეგმეს.
უკან |