30 აპრილი 2012 წელი

ხარკოვის (უკრაინა) ნაციონალური ფარმაცევტული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვალენტინ ჩერნიხი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შეხვდა. შეთანხმებისამებრ, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. ყოველწლიურად ფარმაციის, საინჟინრო, ეკონომიკური და ბიოტექნოლოგიების მიმართულების 10 სტუდენტი ხარკოვის ნაციონალურ ფარმაცევტულ უნივერსიტეტში ერთწლიან სასწავლო კურს გაივლის.